კონსტიტუციის დღეს ორგანიზაციამ “ლაშქრობა”, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სალაშქრო თემაზე ვიდეოლექციების პროექტს ახორციელებს, ორდღიანი ლაშქრობა მიუძღვნა.
ჯგუფმა, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებისაგან შედგებოდა, სოფელ წოდორეთიდან დიდგორის მონუმენტის მიმართულებით, 2 დღეში 25 კილომეტრი დაფარა.
ლაშქრობის დასასრულს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ბარბაქაძემ მოლაშქრეები საქართველოს კონსტიტუციით დააჯილდოვა.
Visited 262 times, 1 visit(s) today