,,ლაშქრობამ“ კონსტიტუციის დღე დიდგორის მონუმენტთან აღნიშნა

კონსტიტუციის დღეს ორგანიზაციამ “ლაშქრობა”, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სალაშქრო თემაზე ვიდეოლექციების პროექტს ახორციელებს, ორდღიანი ლაშქრობა მიუძღვნა.
ჯგუფმა, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებისაგან შედგებოდა, სოფელ წოდორეთიდან დიდგორის მონუმენტის მიმართულებით, 2 დღეში 25 კილომეტრი დაფარა.
ლაშქრობის დასასრულს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ბარბაქაძემ მოლაშქრეები საქართველოს კონსტიტუციით დააჯილდოვა.

Visited 262 times, 1 visit(s) today