ლახუნდარაში სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლახუნდარაში სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, ლახუნდარაში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის ცენტრალური გზის 2 200 მეტრიან მონაკვეთს. გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები.
საგზაო ინფრსტრუქტურის მშენებლობის პროცესი ლახუნდარაში სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
ლახუნდარა წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ბორიმელას ხეობაში მდებარეობს. სოფელში 2014 წლის აღწერით 365 ადამიანი ცხოვრობს და მუნიციპალური ცენტრიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული.

Visited 198 times, 1 visit(s) today