ლევან გორგაძეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლევან გორგაძე მცხეთის საპატიო მოქალაქეა 6 ივნისს, ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას სტუმრობდა. მერიის თანამშრომლები და გულშემატკივრები დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდნენ მშობლიური მუნიციპალიტეტის მკვიდრს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინა. ადგილზე სტუმარს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პირები შეხვდნენ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ ცნობილ სპორტსმენს მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

Visited 378 times, 1 visit(s) today