ლევან გორგილაძე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქედის მერი ლევან გორგილაძე, დღეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც ორგანიზებას ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი უწევდა, გაცნობითი ხასიათის იყო.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სკოლებში არსებულ ვითარებაზე და საჭიროებებზე ინფორმაცია ხელმძღვანელებისგან მოისმინა და მათ კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაპირდა. შეხვედრაზევე სპონტანურად დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებებიც.
ქედაში ამჟამად 29 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, მათ შორის 18 სრული, ხოლო 11 არასრული და დაწყებითი კლასები.

Visited 168 times, 1 visit(s) today