ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა უწყების მიმდინარე წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და 2022 წლის გეგმები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ქ. ქუთაისში დამონტაჟებული მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაადგენს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობას და ინტენსივობას. რაც უზრუნველყოფს მათგან გამოწვეული წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულად მიწოდებას.

Visited 61 times, 1 visit(s) today