ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა. ვიცე-პრემიერმა ელჩს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებს. ითქვა, რომ 2022 წელს, მართალია, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მაგრამ პოტენციალი ორივე მხრიდან დიდია. აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელის ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და გაღრმავების და ქართული პროდუქციის ისრაელის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, უკვე ჩატარდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა.

Visited 46 times, 1 visit(s) today