ლევან დავითაშვილი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კონსორციუმის წევრებს შეხვდა და ENPARD I-ის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს ENPARD I-ის ფარგლებში დონორების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსების პროგრამა სრულდება. შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების ხედვა კოოპერატივების განვითარების კუთხით, ბევრ საკითხში თანხვედრაშია. მათ შორის, განსაკუთრებით, კოოპერაციულ საწარმოებში შიდა ინვესტიციების მობილიზების გაძლიერების მნიშვნელობაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.

Visited 121 times, 1 visit(s) today