მცხეთა- მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად ახლად გახსნილი სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაათვალიერა.
აღნიშნული საწარმო გაიხსნა არასამთავრობო ორგანიზაცია სოფლად თემთა განვითარების სააგენტო ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართელოში „ დაფინანსებით. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 200 კვ.მ ფართზეა განთავსებული, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ის განკუთვნილია, ძირითადად, კოოპერატივის წევრების პროდუქციისთვის, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის ხანგრძლივი დროით შესანახად.