ლევან ზაუტაშვილმა, გუდაურის გადასახედზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილეებთან მანანა ნარიმანიძესთან და ბესიკ თალაკვაძესთან ერთად, ე.წ. გუდაურის გადასახედზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი . სამუშაოების შედეგად მოეწყო პარკირების სივრცე, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი, აღდგა მოზაიკა, დაეგო ასფალტი, გაკეთდა გარე განათება და დაიდგა სკამები.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

Visited 156 times, 1 visit(s) today