ლევან ზაუტაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ მცხეთაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ ქსოვრისისა და მუხრანის წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
სოფ. ქსოვრისში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი 2018 წლის მარტში დაიწყო და ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 102 554 ლარს. პროექტი ამერიკული გრანტით „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდი“ ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს „თერგი“.
სოფ. მუხრანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება 2019 წელს იგეგმება. სახელშეკრულებო ღირებულება 998 170 ლარს შეადგენს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდით ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით. სამუშაოებს ასრულებს შპს „კომფორტი 2005“. რეაბილიტირებული სასმელი წყლის სისტემით ჯამში 2200 ბენეფიციარი ისარგებლებს.

Visited 205 times, 1 visit(s) today