ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილე მანანა ნარიმანიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა მერაბ თუხარელმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სტადიონების რეაბილიტაცია და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ძალისსა და მისაქციელში დაზიანებული საფარის შეცვლა და ლითონის კონსტრუქციით შემოღობვის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო სოფელ წილკანში ახალი მინი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სამივე სტადიონზე განათების ბოძები დამონტაჟდება.
სტადიონების სამშენებლო სამუშაოები ივნისის დასაწყისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება, რომელსაც შპს „საგზაო 333“ ახორციელებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

Visited 128 times, 1 visit(s) today