ლევან ზაუტაშვილმა სოფელ მჭადიჯვარში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ მჭადიჯვარში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები 2017 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს სოფლის გაზიფიცირებაც. ლევან ზაუტაშვილის განცხადებით რამდენიმე თვეში მჭადიჯვარს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მუდმივი მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.

Visited 187 times, 1 visit(s) today