ლევან იზორიამ ევროპის ქვეყნებში ვიზიტი ფინეთში სტუმრობით დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლევან იზორიამ ევროპის ქვეყნებში ვიზიტი ფინეთში სტუმრობით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სტუმრობს, ფინეთის რესპუბლიკაა. ოფიციალური ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა ფინელ კოლეგასთან იუსი ნიინისტოსთან ერთად ჰელსინკში, ჰაითანიემის სამხედრო სასაფლაოზე გვირგვინის შემკობის ცერემონიალით დაიწყო და ფინეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ფინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების უფროს შეხვდა. ფინეთის შემდეგ ქართული დელეგაცია შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში განაგრძობს ვიზიტს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ერთკვირიანი ვიზიტი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 28 იანვარს დასრულდება.

Visited 165 times, 1 visit(s) today