ლევან იზორიამ ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. პედაგოგებთან შეხვედრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და ამ თემებზე მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინართა ციკლი „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება.
წელს სემინარს სპეციალურად პანკისის ხეობის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები დაესწრნენ. ორდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეები ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 600-მდე პედაგოგი გადამზადდა ნატოს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თემებზე. სემინარის მსვლელობისას პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

Visited 147 times, 1 visit(s) today