ლევან იზორიამ საკუთარი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გააკეთა

საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა. თავდაცვის მინისტრმა არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ლევან იზორიას განცხადებით, მან ხმა თბილისის უკეთეს მომავალს მისცა, რის შემდეგაც ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო თანამედროვე და მიმზიდველი ცენტრი გახდება რეგიონში.

Visited 139 times, 1 visit(s) today