ლევან იზორია იაპონიის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ იაპონელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ლევან იზორიამ ტადაჰარუ უეჰარას თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
მინისტრმა იაპონიას პოლიტიკური და გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ნატოს ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის განხორციელების პროცესში იაპონიის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 144 times, 1 visit(s) today