ლევან იზორია ირაკლი სესიაშვილს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდა. შეხვედრის ძირითად საკითხებს სარეზერვო სისტემა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის კონცეფცია წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა წვევამდელთა ახალი სისტემა დაიხვეწოს და გახდეს სრულყოფილი.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და აღნიშნული საკითხების განხილვას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე ესწრებოდნენ.

Visited 161 times, 1 visit(s) today