ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში RSM-ის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ბრიუსელი 8-9 ნოემბერს ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება.
მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში TAAC NORTH-ის ფორმატში, ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, რომელსაც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოწვევით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია დაესწრება.

Visited 115 times, 1 visit(s) today