ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ ვიზიტს საბრძოლო მომზადების ცენტრში სტუმრობით დაიწყებს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს გაესაუბრება და ასეულის საჩვენებელ სწავლებას დაესწრება.
ვიზიტის მეორე დღეს ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაინს შეხვდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაღუპულ ჯარისკაცთა ღირსების მემორიალს გვრიგვინით შემაკობს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ბერლინის უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტთან, დოქტორ კარლ-ჰეინც კამპთან და უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ბუნდესკანცლერის მრჩეველთან კრისტოფერ ჰოიზგენთან.

Visited 125 times, 1 visit(s) today