ლევან იზორია სახალხო დამცველს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უწყებაში უპასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო. ლევან იზორიამ ომბუცმენს სისტემაში მონიტორინგის განხორციელებისა და პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სახალხო დამცველის აპარატთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 107 times, 1 visit(s) today