ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს საქართველოს წარმომადგენელი დაიკავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლამდე დარჩება. უეფაში სულ 19 კომიტეტი და 6 ექსპერტთა საბჭოა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა კომიტეტსა და საბჭოში ლევან კობიაშვილის გარდა, დავით მუჯირი, კახა ჭუმბურიძე, ალექსანდრე იაშვილი, ნიკოლოზ ჯღარკავა და ოთარ გიორგაძე იმუშავებენ.

Visited 158 times, 1 visit(s) today