ლევან შონია რეგიონის გამგებლებს და მერებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს და მერებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, 2017 წელს დაგეგმილ იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელიც რეგიონში განსახოერციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. წელს რეგიონში პრიორიტეტი გზების, ხიდების, სპორტკომპლექსების და საბავშვო ბაღების მშენებლობა იქნება. დღესვე გუბერნატორმა დეტალური ინფორმაცია იმ პროექტების მიმდინარეობაზე მოისმინა, რომელიც რეგიონში განსახოერციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდიან და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც შეხვედრაზე მერებმა და გამგებლებმა აღნიშნეს პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება. მათვე ლევან შონიას ის სამუშაოები გააცნეს, რომელიც უკვე დასრულებულია.

Visited 122 times, 1 visit(s) today