სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, წყლის ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ წყლის სისტემაზე, საჭიროებებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო USAID – ის ჩართულობით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებაზე მუშაობს. პირველ ეტაპზე არსებული სისტემების შესწავლა ხორციელდება. აღნიშნული მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს.