ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი იაპონიის ელჩს შეხვდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, დღეს იაპონიის ელჩთან, იმამურა აკირასთან ერთად კურორტი მუაში დაათვალიერა. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ლენტეხში სამთო-სათხილამურო კურორტებისა და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივებს.ისაუბრეს საწავლო-გაცვლით პროგრამების აუცილებლობაზე. ტურიზმის ხელშეწყობისა და მისი შესწავლის მიზნით, უახლოეს პერიოდში იაპონიიდან ლენტეხს ესტუმრება სამუშაო ჯგუფი,რომელიც შეისწავლის ლენტეხის სამთო- სათხილამურო პოტენციალს. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის საკითხებზე.

Visited 63 times, 1 visit(s) today