ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების და რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლები ჩიხარეშის თემის სოფლებში: ნაცულის, ღობის, მარგვიშის, ლაშხარაშის, მელეს, ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ცანის, ზესხოს, ყორულდაშის, მახაშის, ახალშენის, ბენიერის, შკედის მოსახლეობას შეხვდნენ.
პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, პრიორიტეტულს თავად მოსახლეობა ირჩევს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობასთან შეხვედრებს 18 თებერვალს დაასრულებს და ყველა სოფელს მოიცავს.

Visited 189 times, 1 visit(s) today