ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 12 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში მიმღები, ამბულატორიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები მოქმედებს. ფუნქციონირებს ორი საოპერაციო ბლოკი.
მრავალპროფილიანი კლინიკა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. ის ადგილობრივ და ახლომდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. ახალგახსნილ სამედიცინო დაწესებულებაში 60 პირი დასაქმდა.
ლენტეხის კლინიკის ფართში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალიც განთავსდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი.
სამედიცინო დაწესებულება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბოლქვაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად გახსნა.

Visited 217 times, 1 visit(s) today