ლენტეხში, საერთო საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. საპატრიარქოს კუთვნილ შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები არიან დროებით შესახლებული, დამწვარია 200კვ/მ საცხოვრებელი ფართი. ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
Visited 110 times, 1 visit(s) today