ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში ლიბერიის დროშით მცურავი გემი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა.

გემის კაპიტანს 65 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურებაც.

ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.

Visited 248 times, 1 visit(s) today