ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მსოფლიო ლიდერები ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებზე მსჯელობენ – ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი მასპინძლობს.
სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 40 ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობს, რომელთა შორის იმყოფებიან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და სხვები.
სამიტის ერთ-ერთი თემატური პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს სიტყვით მიმართავს. სამიტზე იმყოფება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
სამიტში მონაწილე ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.

Visited 170 times, 1 visit(s) today