ლუდუკი ხასიამ სენაკში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიასა და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათი შესრულების ვადებსა და ხარისხზე. შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

Visited 117 times, 1 visit(s) today