მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირს, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრ გრუშკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ევროპას მასშტაბურ კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებს.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ.

“არც ნატო და არც ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ მოვლენებს, რომ აფეთქდეს და გაუარესდეს ვითარება. პირიქით, თუ ჩვენ ვუყურებთ, როგორ მოქმედებენ ნატო და ევროკავშირი, ვხედავთ, რომ სადაც ისინი არიან, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენებს, საქართველო თავის საშინაო დავალებებს ასრულებს, როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის მიმართულებით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს გაწევრიანება, როგორც ნატო-ში და ევროკავშირში იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის მომტანი კავკასიაში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ევროპას მასშტაბურ კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებს. ამის შესახებ რუსულ ტელეკომპანია “Россия 24”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

Visited 159 times, 1 visit(s) today