“მაესტრო” შესაძლოა “მე-9 არხის” შენობაში განთავსდეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“მაესტროს” გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გაკოტრების პროცედურის შეჩერებას გეგმავს.
როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა გაკოტრებასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლოდან გამოტანასთან დაკავშირებით. “მაესტროს” გენერალური დირექტორის თქმით, დღეიდან მისი ფინანსური თანაშემწე დოკუმენტაციის გადაბარებას დაიწყებს.

“დღეს მინდა თემურ გაჩეჩილაძეს გავაცნო ჩემი ფინანსური თანაშემწე, რომელიც დაიწყებს საბუთების გადაბარებას”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ. რაც შეეხება შეკითხვას, თუ სად შეიძლება განთავსდეს ტელეკომპანია, მისი განმარტებით, “იხილება ყველა შენობა გამომდინარე იმისა, რა ზომის არის და როგორ არის.
ძალიან ბევრი დეტალი აქვს განთავსებას. ვინ სად დაჯდება, როგორ დაჯდება, მუშაობის პროცესი როგორ იქნება, ტექნოლოგიური აღჭურვა როგორ იქნება და ყველა შენობა იხილება, მათ შორის მეცხრე არხის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

Visited 179 times, 1 visit(s) today