მავნებლის საწინაღმდეგოდ გურიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ✅სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქში და სოფლებში რწმუნებულებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ფართობებსა და შენობებში. მოსახლეობაში ასევე დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები. „ გურიის რეგიონში მავნებელთან ბრძოლას ინტენსიურად ვაგრძელებთ. გავმართეთ საინფორმაციო შეხვედრები, თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სახლის პირობებში. აღნიშნულ პროცესებში ხვალ დილიდან უკვე ჩაერთვება ავიაცია, რომელიც შეწამლავს საყანე ფართობებს. აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა, რომელიც ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სამანქანე აგრეგატებითა და სატრაქტორო დანადგარების გამოყენებით ამუშავებს. წამლობა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ხორციელდება. ამ ეტაპზე, გურიაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 17 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული“- განაცხადა გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებ

Visited 180 times, 1 visit(s) today