მათ სურთ მოიგონონ დაპირისპირება იმ ფონზე, როცა ისინი ვერ პასუხობენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“მათ სურთ მოიგონონ დაპირისპირება იმ ფონზე, როცა ისინი ვერ პასუხობენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებს. მაშინ, როცა მმართველ გუნდს არ აქვს პასუხი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემებზე, მაშინ, როცა არ აქვთ პასუხი ჩავარდნილ საკონსტიტუციო რეფორმაზე, ცუდ საარჩევნო სისტემაზე, მაშინ, როცა მმართველ გუნდს არ აქვს პასუხი მოგერინისთვის, ბუკიკიოსთვის, ვერ პასუხობს NDI-ის მოსაზრებებს, ცხადია, ამ
ფონზე მათთვის იოლი გამოსავალია მტრის ხატია ძიება. ამ შემთხვევაში ეს ნახეს პრეზიდენტ მარგველაშვილში და იგონებენ ამ დაპირისპირებას სხვა დაპირისპირების გადასაფარად”, – ასე პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას.

Visited 115 times, 1 visit(s) today