საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა. მინისტრებმა დეცენტრალიზაციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ იმსჯელეს, მათ შორის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების საკითხზე. დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის პროექტები რეგიონებში ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობასთან დაკავშირებით – პროფესიული სასწავლებლების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. რეგიონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში ხაზი გაესვა კულტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციის მნიშვნელობას. იმსჯელეს რეგიონებში ტექნოპარკების მშენებლობის ხედვის ჩამოყალიბებასა და კონცეფციის განვითარებაზე.