მაია ცქიტიშვილი გუბერნატორებს შეხვდა

მინისტრმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით იგეგმება რეფორმა, რაც უფრო მეტ საშუალებას მისცემს რეგიონებს განვითარებისთვის.

“მნიშვნელოვანია, უშუალოდ თქვენგან მოვისმინოთ, რა ტიპის პროექტებია გასაკეთებელი თითოეულ ქალაქსა და სოფელში, რა პირველადი საჭიროებები აქვს მოსახლეობას. იმისთვის, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი და თანხა მხოლოდ მიზნობრივად დაიხარჯოს, საჭიროა ვიცოდეთ რას, სად, რა ვადებში და რატომ ვაკეთებთ. ამიტომ, ბიუჯეტის დაგეგმვისას სწორედ თქვენს მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტებით ვხელმძღვანელობთ“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

Visited 160 times, 1 visit(s) today