საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს შეხვდა. მაია ცქიტიშვილმა ფინანსთა მინისტრს სამინისტროს სტრუქტურა გააცნო. მინისტრებმა დეცენტრალიზაციის ფარგლებში ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგფონდების განაწილების წესს. იმსჯელეს გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის განახლების შესახებ.
Visited 162 times, 1 visit(s) today