მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან ჰუ ჩუნჰუასთან.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი სიტყვით გამოვა ჩინეთ-ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე და მონაწილეობას მიიღებს ჩინეთ-ევრაზიის საერთაშორისო გამოფენა „China-Eurasia Expo 2018“-ში.
დაგეგმილია შეხვედრა ქსინიანგის ავტონომიის ლიდერთან, ასევე – მინისტრის ვიზიტი კომპანია „ჰუალინგში“.
ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გამახვილდება “აბრეშუმის გზის” ფარგლებში, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს როლზე.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

Visited 457 times, 1 visit(s) today