მაისში ქართულ-ამერიკული სწავლება „Noble Partner 2016“ გაიმართება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ („Noble Partner 2016“) დაგეგმვის ძირითადი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა ქართულ-ამერიკული სწავლების დაგეგმვის დეტალები და განხორციელების საკითხები განიხილეს, რაც წვრთნების ჩატარების ადგილების დათვალიერებასა და შეფასებას გულისხმობს.

სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ იმართება და მისი ამოცანა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საქართველოსა და შეერთებული შტატების ჯარების თანამშრომლობის გაძლიერებაა. საველე სწავლებების დროს ქართული და ამერიკული სამხედრო დანაყოფები სხვადასხვა სამხედრო ამოცანებს ერთობლივად შეასრულებენ.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ერთ-ერთი მექანიზირებული ასეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის სხვადასხვა მექანიზირებული და ქვეითი დანაყოფები ჩაერთვებიან.

Visited 205 times, 1 visit(s) today