მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მხარეებმა მიმოიხილეს ზოგადად რეგიონში არსებული სიტუაცია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. საუბარი შეეხო პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მისი მნიშვნელობის თაობაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მოლოდინი გამოხატა, რომ მომდევნო რაუნდი მარტში გაიმართება და შესაძლებელი იქნება მასში ყველა მხარემ მიიღოს მონაწილეობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ჩართულობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან რეგულირებაში.

Visited 40 times, 1 visit(s) today