მაკა ბოჭორიშვილმა ანჯელინო ალფანოს საპასუხო განცხადება გააკეთა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს საპასუხოდ განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა.
ქართველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე და მოუწოდა ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეს არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლის გასაძლიერებლად. მან ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ქართველმა დიპლომატმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ასევე ინფომრაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ახალ ფორმაზე, რაც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, გალის რაიონის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას დაურიგონ უცხოელებისა და იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ბინადრობის მოწმობები“ და აღინიშნა, რომ ძირძველი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად გამოცხადება საკუთარ მიწა-წყალზე, მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას ემსახურება.

Visited 184 times, 1 visit(s) today