საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ლატვიის პირველი ლედი ივეტა ვეიონისი ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა“, თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრნენ.
სტუმრები ჰოსპისის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დღის ცენტრი და პალატები დაათვალიერეს, პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარები მოინახულეს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პირველ ქალბატონებს ჰოსპისში „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“ წარმომადგენელმა ნინო კიკნაძემ, კოორდინატორმა საბა იორდანიშვილმა და ჰოსპისის გამგეობის წევრმა ნათია ჯორჯიკიამ უმასპინძლეს.
ლატვიის პირველი ლედი დღესვე ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრს “პორტიჯი” ესტუმრება, რომელიც სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განვითარების პროგრამებს აერთიანებს.