მაკა ჩიჩუა კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ დაწესებული კატო მიქელაძის პრემიის უმთავრეს მიზანს ქალი უფლებადამცველების აღიარება, დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
პრემია ქალ აქტივისტს 2013 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა.
მაკა ჩიჩუასთან ერთად დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდიც ესწრებოდა.
საქართველოს პირველმა ლედიმ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ ღონისძიებაში – დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ პიესების კრებულს წარმოადგენდა.

Visited 191 times, 1 visit(s) today