მალე ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა ქედაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულისკენ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერის ოფიციალური გახსნა ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი განთავსდება. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გაზონები, განთავსდა სკამები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეორე მსოფლიო ომის ობელისკს, უცნობი ჯარისკაცის საფლავს, განათების სისტემას და ა.შ. განთავსდება მემორიალური დაფა, რომელზეც დატანილი იქნება ქედის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და უგზო უკვლოდ დაკარგული გმირების სიები.
სკვერის კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 171 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,მშენებელი 5″ აწარმოებს, რომელსაც 10-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.

Visited 219 times, 1 visit(s) today