მალთაყვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მალთაყვაში, ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება,რომლისთვისაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გამოყოფილია 4 მილიონ 180 ათასი ლარი. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყო შიდა მომსახურების გზა . ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკანალიზაციო კომუნიკაციების, ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. . პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პირამიდა f r”-ის ფილიალი ახორციელებს. საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 4 მილიონ 180 ათასი ლარიდან, 2015 წელს მილიონ 500 ათასი ლარი იქნა ათვისებული, 2016 წელს კი 2 მილიონ 680 ლარის სამუშაოები ხორციელდება.

Visited 436 times, 1 visit(s) today