მამუკა ბახტაძე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე სასტუმრო “ბილტმორში“ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი საგადასახადო ინიციატივები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა ასოციაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ, რომელიც გულისხმობს გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღებას, არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობას და არარეზიდენტების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შემოღებას.

Visited 383 times, 1 visit(s) today