მამუკა ბახტაძე გაეროში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გაეროში ჩემი გამოსვლის ძირითადი თემა იქნება ის გამოწვევები, ის მტკივნეული პრობლემები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას, დეპოპულაციას, სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ისაუბრებს იმ ხედვებსა და მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით.

“ასევე ვისაუბრებთ იმ გეგმასა და სტრატეგიაზე, როგორ ვაპირებთ, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში და მივაღწიოთ ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 95 times, 1 visit(s) today