მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და წინასაარჩევნო გარემოს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი და ასეთივე გარემო იქნება უზრუნველყოფილი მეორე ტურისთვის. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სექტორში დაგეგმილი ძირეული ცვლილებები.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. შეშფოთება გამოითქვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების პროცესთან დაკავშირებით და აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობა.
პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

Visited 110 times, 1 visit(s) today