მამუკა ბახტაძე ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას შესაბამის ორგანოებს შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს, – როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობ, აღნიშნული ოფისის გახსნა ევროპოლში კიდევ უფრო დაგვეხმარება, მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რისკენაც ყველა მივისწრაფვით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 114 times, 1 visit(s) today